იოგას მასწავლებელთა მომზადების
200-საათიანი კურსი
3 კვირიანი ინტენსიური პროგრამა
რეგისტრაცია
ჩვენი პროგრამა განკუთვნილია იმ ადამიანებითვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, სურთ გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გააუმჯობესონ უნარები.
ამ 200-საათიანი კურსის გავლის შემდეგ მოგეცემათ მასწავლებლის
კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

გააუმჯობესეთ საკუთარი პრაქტიკა
თბილისი იოგა ლოფთის 200-საათიანი მასწავლებელთა მომზადების ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ:

    • ისწავლი, როგორ გამოიყენი ასანების ფართო სპექტრი.
    • ისწავლი, როგორ გამოიყენო იოგას ფიზიკური, ემოციური, ენერგეტიკული და მენტალური უპირატესობა.
    • ისწავლი, როგორ გააკეთო ყველა მოძრაობა სწორად.
    • ისწავლი ყველაზე გავრცელებული ასანების სხვადასხვა მოდიფიკაციასა და ვარიაციას.
    • ისწავლი ხელების კუნთების შეთავსებას.
    • გაერკვევი ფუნქციონალური იოგის ანატომიის ძირითად ცნებებში.
    • ივარჯიშებ პრანაიამას სხვადასხვა ტიპებსა და მედიტაციის ტექნიკებზე.
    ეს კურსი შენთვისაა, თუ:
    • გაქვს გამოცდილება იოგაში, ინტენსიურად ვარჯიშობ და გსურს შემდეგ დონეზე ახვიდე.
    • გაინტერესებს, როგორ მოიპოვო ჰარმონია სხეულს, გონებასა და სულს შორის
    • გსურს გააღრმავო საკუთარი პრაქტიკა ასანებში.
    • გსურს ისწავლო არაკონკურენტულ გარემოში.
    • ეძებ კომპლექსურ, უსაფრთხო, კარგად სტრუქტურირებულ, ანატომიკურად ზუსტ, მაგრამ ინტუიციურად გასაგებ მიდგომას.
    • გსურს გამოიკვლევო უფრო წვრილი და ღრმა ცნობიერების დონე.
    • გსურს გაუზიარო სხვებს ასეთი ცხოვრების ხელოვნება.
    • მზად ხარ ისწავლო იოგის ყველა ასპექტი.
    კურსის დეტალები
    ჩვენი 200-საათიანი ინტენსიური პროგრამა, შემუშავებულია იმისთის, რომ მოგცეთ ცოდნა და თავდაჯერებულობა საკუთარ უნარებში იოგას სწავლებასთან დაკავშირებით. პროგრამა დაფუძნებულია აშტანგის პირველად სერიასა და ჰათჰის სტილზე .
    ასანა პრაქტიკა
    • აშტანგა იოგა: აშტანგა იოგის პირველადი სერიისა და ასევე 4 ელემენტის შესავალი და ისტორია; ვინიასა, უჯაი, ბანდჰა და დრიშტი.
    • ჰათჰა იოგა: სტატიკური იოგის პრაქტიკა კვირაში 4 ჯერ. ამ გაკვეთილებზე თქვენ შეიმუშავებთ პრანაიამის სხვადასხვა სახეობებს.
    • სხვა სტილები: კურსის განმავლობაში თქვენ ასევე გამოიყენებთ პრაქტიკაში იოგის სხვადასხვა სტილებს: კუნდალინი, ინ და ვინიასა იოგა.
    პრანაიამა და მედიტაცია
    ისწავლით სუნთქვისა და მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკებს, კერძოდ: ნადი შოდჰანა, კაპალბჰათი, ბჰასტრიკა, უჯაი, ბჰრამარი.
    ანატომიის ძირითადი მიმართულები
    პრაქტიკული ანატომიის სპეციალურად შემუშავებული გაკვეთილები. ამ გაკვეთილებზე ისწავლით შემდეგს:

    • ანატომიისა და ფიზიოლოგიის ძირითადი ცნება, რომელიც მოძრაობასთან დაკავშირებულია.
    • ანატომიკური პრინციპების გამოყენება იოგას პრაქტიკაში(ასანების მექანიკა, უპირატესობა, უკუჩვენებები)
    • გამოყენებითი ანატომია, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ჩონჩხზე, კუნთოვან სისტემაზე, შემაერთებელ ქსოვილზე, ნერვულ სისტემასა და სახსრების მოძრაობაზე.
    • კუნთები და ჩონჩხი, ანუ შეკუმშვის, პროპორციისა და ორიენტაციის თეორია.
    • სხეულის სხვადასხვა ნაწილების სწავლება: ტერფი, მუხლი, ზურგი, თეძო, ხერხემალი, მხარი.
    ინსტრუქტირება: მეთოდოლოგია და ტექნიკა
    დემონსტრაციის პრინციპები, დაკვირვება, დახმარება და კორექტირება, ვერბალური ინსტრუქცია, სწავლების სტილი, კვალიფიკაცია, ხმის პროექცია, გაკვეთილის პლანირება და სტრუქტურირება, ტრავმები და უსაფრთხოების ზომა, ბიზნეს ასპექტები, ეთიკა და ა.შ. მეორე კვირიდან დაგეწყაბათ ყოველდღიური პედაგოგიკური პრაქტიკა.
    ფილოსოფია
    თქვენ მიიღებთ თეორიტიკულ ცოდნას იოგას ფილოსოფიასა და ისტორიაში. ასევე იქნება სანსკრიტის ლექცია და გარდა ამისა ჩავრთავთ დოკუმენტალურ ფილმს, შემდეგ კი შეგეძლებათ დასვათ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო კითხვები.

      შეწყობის მასტერ კლასი
      კურსის განმავლობაში გექნებათ 4 ორსაათიანი ვორქშოპი ასანების პოზების კორექტირების მეთოდების შესახებ, აშტანგა-იოგის ძირითადი სერიის მიხედვით. ამ ვორქშოპში ასევე შევა მოდიფიკაცია, გართულებული ვარიაცია, საყრდენის ადეკვატური გამოყენება (ხელების ბალანსი, ინვერსია, უკან გადახრა და ა.შ)
      ბიზნეს იოგა
      ამ გაკვეთილებზე მასწავლებლები მოგიყვებიან როგორ უნდა განავითარო იოგას მასწავლებლის კარიერა, მარკეტინგული სტრატეგიები, რეკლამა და პიარი, ეთიკა იოგას ბიზნესში, კონტაქტში შესვლა სხვა მასწავლებლებთან, სკოლებსა და სტუდიებთან, ონლაინ კურსი და მასტერ კლასები. როგორ დაიწყო ინსტუქტირება ყველგან.
      შენი იოგა მასწავლებლის მოგზაურობა დაიწყება ჩვენთან, ეს არის როგორც შენი საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესება, ასევე ახალი უნარების განვითარება. ჩვენ გვჯერა, რომ შენ მოიპოვებ საკუთარ უნიკალურ ხმასა და მასწავლებლობის სტილს
      კატი შანტი
      თბილისი იოგა ლოფტის დამფუძნებელი
      დღის განრიგი
      3-კვირიანი პროგრამა
      08.00 – 9.30
      08.00 – 9.30
      ასანა პრაქტიკა, პრანაიამა & მედიტაცია
      10.00 – 11.00
      10.00 – 11.00
      საუზმე
      11.00 – 13.00
      11.00 – 13.00
      ფილოსოფია/ანატომია
      13.00 – 14.30
      13.00 – 14.30
      ლანჩი
      15:00 – 18:00
      15:00 – 18:00
      სწავლების მეთოდები და ტექნიკები
      18:30 – 20:00
      18:30 – 20:00
      დამატებითი პრაქტიკა /თვითსწავლება
      * შაბათ-კვირას ვისვენებთ
      ყველა გაკვეტთილი ჩაიწერება.
      ყოველ კვირას იქნება დრო კითხვებისთვის.
      " ვინ, თუ არა შენ ?! დღეს თუ არა, როდის ?! " ~ თალმუდი
      სტუდენტები
      იოგა ლოფტში ძალიან კარგი ხალხი და გარემოა. მადლობა ამ ყველაფრისთვის. ამ ენერგიის მიღება იყო შესანიშნავი. ყველა მასწავლებელი თბილისი იოგა ლოფთში არის პროფესიონალი, ასწავლის ენტუზიაზმითა და სიკეთით. დიდი ნამდვილი ნამასტე. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არ არის ისეთი სიტყვა, რომელიც გადმოსცემს იმას, რასაც ვგრძნობ.
      ოდრი
      კურსის მონაწილე
      მადლობა კატი შანტის და ყველა მასწავლებელს წინსვლის შესაძლებლობისთის, ახალი უნარებისთვის და ამ სითბოსა და სიყვარულისთვის. გავიგე ბევრი ახალი რამ ჩემს შესახებ, ვისწავლე ანატომიის საფუძვლები და უსაფრთხო პრაქტიკა, აგრეთვე ჩავუღრმავდი იოგას ფილოსოფიაში. თბილისი იოგა ლოფთის კურსი არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში პანდემიის პერიოდში.
      ვარვარა
      კურსის მონაწილე
      კატი, იულია, სომლატა, დიმა და ები, მადლობას გიხდით, რომ გამიზიარეთ ეს ფასდაუდებელი ცოდნა და ოცნება ამისრულეთ. ეს სიხარული და განსაცდელები დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში.
      პარისსა
      კურსის მონაწილე
      თბილისი იოგა ლოფტის მასწავლებელთა კურსი იყო შესანიშნავი. ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ და გარემოც იყო არაჩვეულებრივი. ამ კურსმა მომცა თავდაჯერებულობა ჩემი მომავალი პროფესიისთვის. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება.
      ნინი
      კურსის მონაწილე
      თარიღები & ფასები
      ეს კურსი შეგიცვლის ცხოვრებას
      10-31 იანვარი, 2022
      GEL 3190 3490
      USD 990 1090
      მთლიანი გადახდა ხდება 10/12/2021- მდე.

      - ყველა ონლაინ და ოფლაინ ლექცია
      - ყველა მატერიალი კურსის განმავლობაში
      - ჩაიზე პაუზები დღის განმავლობაში
      - ყოველდღიური ვეგეტარიანული ლანჩი
      - ყველა გაკვეთილზე დასწრება
      - სერთიფიკატი

      სატარიფო გეგმა ხელმისაწვდომია.
      ფასი მოიცავს ყველა გადასახადს.
      მიუწვდომელია
      4-25 აპრილი, 2022
      GEL 3190 3490
      USD 990 1090

      მთლიანი გადახდა ხდება 04/03/2022- მდე.

      - ყველა ონლაინ და ოფლაინ ლექცია
      - ყველა მატერიალი კურსის განმავლობაში
      - ჩაიზე პაუზები დღის განმავლობაში
      - ყოველდღიური ვეგეტარიანული ლანჩი
      - ყველა გაკვეთილზე დასწრება
      - სერთიფიკატი

      სატარიფო გეგმა ხელმისაწვდომია.
      ფასი მოიცავს ყველა გადასახადს.


      მიუწვდომელია
      ONLINE LIVE STREAM
      GEL 1550
      USD 450
      შემოგვიერთდი და დაესწარი ყველა ლექციას ZOOM-ის მეშვეობით. მიიღე ყველა ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად.

      - ყველა ონლაინ ლექცია
      - ყველა მატერიალი კურსის განმავლობაში


      ონლაინ გამოცდა და სერთიფიკატი


      სატარიფო გეგმა ხელმისაწვდომია.
      ფასი მოიცავს ყველა გადასახადს.
      დაგვიკავშირდი
      Apply for 200 hours Teacher Training Course
      I agree with Privacy Policy
      ფორმის გაგზავნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს, რომელიც ადასტურებს თქვენს მონაწილეობას. იმისთვის, რომ დაარეზერვოთ ადგილი გთხოვთ გადაიხადოთ დეპოზიტი 300 ლარი/90 დოლარი (შედის ფასში)

      იმისათვის, რომ ოფიციალურად გახდეთ მონაწილე, უნდა შეიტანოთ სარეგისტრაციო გადასახადი. მთლიანი გადახდა უნდა განახორციელდეს დაწყებამდე 7 დღით ადრე. სწავლების მთლიანი გადახდა ხდება ტრასფერით ან სტუდიაში მოსვლისას და მიიღებთ გარანტირებულ Early bird შეთავაზებას.
      მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 9 ადამიანით.

      დეპოზოტის მიღების შემდეგ, ჩვენ გამოგიგზავნით ინსტრუქციას შემდგომი ნაბიჯის შესახებ.
      კურსის წამყვანი
      კატი შანტი
      იოგას მასწავლებელი
      თბილისი იოგა ლოფტის მასწავლებელი
      კატიმ დაიწყო იოგა 16 წლის ასაკში მომხდარი ავარიის შემდეგ. იოგა სორტული გამოცდილების გარეშე იყო თითქოს განსაცდელი, თუმცა მიზანი იყო ხერხემლის გასწორება და ის, რომ გავხდე უფრო გამძლე და დაბალანსებული.

      "აი ასე გავიცანი იოგა. რამდენიმე წლის შემდეგ მე უკვე ვიცოდი ჰათჰა იოგა და გავიარე Yoga Flow მასწავლებლობის ჩემი პირველი კურსი პეტერბურგის სკოლაში.

      2010-ში მქონდა უსასრულო მოგზაურობა. დავიწყე აზიით, სადაც ვსწავლობდი იოგას სხვადასხვა მასტერებთან. შემდეგ გავიარე 200-საათიანი მასწავლებელთა მომზადებისა და პრანაიამას კურსი ინდოეთში, ასევე 100-საათიანი კურსი ესპანეთში პრენატალური და პოსტნატალური იოგას შესახებ. უდიდესი ზეგავლენა ჩემზე მოახდინა აშტანგა-იოგას პრაქტიკა მაისორში (ინდოეთი) და ფორესტ იოგა ანა ფორესტთან (აშშ)."

      Katiკატიმ გეგმავდა უამრავი მატერკლასი და იოგა-რეტრიტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ინდოეთის , ვიეტნამის, ინდონეზიის, შვედეთის, საბერძნეთის, რუსეთსა და საქართველოს ჩათვლით.

      "მე მჯერა, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია და ყოველი დღე არის განსაკუთრებული. ჩემი გაკვეთილების დროს, მე ვაძლევ სტუდენტებს საშუალებას, რომ განივითარონ და გამოამჟღავნონ თავიანთი პოტენციალი უსაფრთხო გარემოში. ყველაფერი, რაც გვჭირდება სიყვარულია."
      სტუდიას მასწავლებლები
      იულია მანკო
      სტილი: კუნდალინი, მედიტაცია
      ენა: რუსული, ინგლისური
      სია ლუ
      სტილი: ვინიასა ფლოუ
      ენა: ინგლისური
      ნატალია კარიხ
      სტილი: კუნდალინი იოგა, რეიკი
      ენა: ინგლისური, რუსული
      ოლგა შმელევა
      სტილი: კუნდალინი, პრანაიამა
      ენა: რუსული
      კატი შანტი
      სტილი: ჰათჰა, აშტანგა, პრენატალი
      ენა: ინგლისური, რუსული
      დინა
      ასლამაზიშვილი
      სტილი: ცეკვა, ემბოდიმენტი
      ენა: რუსული, ინგლისური
      სომლატა საგარ
      სტილი: აშტანგა, ინ იოგა
      ენა: ინგლისური
      გრეგ ენგელ
      სტილი: ვინიასა ფლოუ
      ენა: ინგლისური
      ზურა კაზიშვილი
      სტილი: იოგა მიქსი, გაწელვა
      ენა: ქართული, რუსული
      აკო კიკნაძე
      სტილი: QiGong, საბრძოლო ხელოვნება
      ენა: ქართული, რუსული
      დიმა გურიევი
      სტილი: ჰათჰა, აერო იოგა
      ენა: რუსული, ინგლისური
      სინი რამო
      სტილი: ჰათჰა, ინ, ვინიასა
      ენა: ინგლისური
      დაგვიკავშირდით
      info@tbilisiyogaloft.com
      შ. რადიანის ქ.14, ვაკე, თბილისი
      8.00 - 21.00

      რესეპშენი ღიაა 15 წუთის განმავლობაში გაკვეთლის დაწყებამდე და ასევე დასრულების შემდეგ.
      გთხოვთ, გაეცანით განრიგს.